მიწოდების პირობები
მიწოდების ღირებულება
| მისამართი | 1 სათამაშო | 2 სათამაშო | 3 ან მეტი |
|---|---|---|---|
| თბილისი — ძირითადი უბნები | 5 ₾ | 3 ₾ | უფასო |
| თბილისის განსაზღვრული გარეუბნები | 7 ₾ | 3.50 ₾ | 3.50 ₾ |
| რუსთავი და ძველი მცხეთა | 8 ₾ | 4 ₾ | 4 ₾ |
| სხვა ქალაქები | 8 ₾ | 6 ₾ | 3 ₾ |
| რაიონები და სოფლები | 10 ₾ | 8 ₾ | 6 ₾ |
მიწოდების ვადები
- თბილისი: სამუშაო დღეს 11:30-მდე მიღებული შეკვეთა მოგეწოდებათ იმავე დღეს, ხოლო 11:30-ის შემდეგ მიღებული — მომდევნო სამუშაო დღეს. კვირაობით მიწოდება არ ხორციელდება. ზოგიერთი გარეუბნისთვის მოქმედებს განსხვავებული ვადები.
- ქუთაისი, ბათუმი და გორისა და მცხეთის მიმდებარე სოფლები: 2–3 სამუშაო დღე.
- მაღალმთიანი აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: შეკვეთები იგზავნება ორშაბათობით. მიწოდება ხდება გაგზავნიდან 2–3 სამუშაო დღეში.
- სხვა რეგიონები: შეკვეთები იგზავნება ორშაბათობით და ხუთშაბათობით. მიწოდება ხდება გაგზავნიდან 2–3 სამუშაო დღეში.
კურიერისთვის შეკვეთის გადაცემის დღე მიწოდების ვადაში არ ითვლება.
მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით, გარდა ფშავ-ხევსურეთისა და სვანეთისა. ქვემო სვანეთში მიწოდება ხორციელდება ზემოთ მითითებული გრაფიკით.